|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ სურთ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს" - ბექა ბასილაია

"არ სურთ,  მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს უშუალოდ და ყველაფერს გააკეთებენ, რაღაც მიზეზს გამოჩხრეკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოჩნდეს, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

 მესამე პრეზიდენტის  უფლებადამცველები  გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდნენ. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ისინი პირველ რიგში ციხის ადმინისტრაციაში გაარკვევენ, მოხდება თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, სადაც 13:00 საათზე მისი პროცესია ჩანიშნული. 

"1 საათზეა პროცესი ჩანიშნული. სასამართლოს გამოთხოვილი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ ის პროცესს არ დაესწროს. აქ მოვედით, რომ გავარკვიოთ აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე და თუ არ აპირებენ,  ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. ჩვენ რა თქმა,  უნდა ჩვენი შეხვედრის გამო არ დავაბრკოლებთ საბადრაგო სამსახურს  მესამე პრეზიდენტის სასამართლოში გადასაყვანად. თუ გადაყავთ, ჩვენ აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს. 

თუმცა, ილუზია იმის, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, მიხეილ სააკაშვილის გამოჩნდეს სასამართლოზე, არ გვაქვს"- განაცხადა ბასილაიამ. 

 კითხვაზე, რა არგუმენტი შეიძლება წარადგინოს იუსტიციის სამინისტრომ ამის საწინააღმდეგოდ, ბასილაიამ განაცხადა, რომ რომ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესები ჩატარებულიყო ციხეში.

"მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს უშუალოდ და ყველაფერს გააკეთებენ, რაღაც მიზეზს გამოჩხრეკენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ასევე დამატებით შუამდგომლობებს წარადგენს.

"დღეს უნდა მოხდეს განხილვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების და ამავდროულად გვექნება დამატებითი შუამდგომლობები. ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არა მხოლოდ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, არამედ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება", - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა