|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარლამ გოლეთიანი 16 მაისის აქციასთან კავშირს გამორიცხავს

  ამის შესახებ რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი 16 მაისს ალტინფოს მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს არ აპირებენ. 

"ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვაქვს და არც არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი. ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ, რომ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ.  ჩვენი გაერთიანებით და ჩვენი სიმრავლით შევძლოთ ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს ხალხის ნება", -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუკჩართვისას. 

მისი თქმით, ბოლო დღეებში ისტერიულად იქმნება ფეისბუქგვერდები, რითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რიონის ხეობის მცველებს და 16 მაისის აქციის ორგანიზატორებს საერთო  აქვთ, რაც ასე არ არის. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას 23 მაისს გეგმავენ. 

ავტორი: ნიუპრესი