|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არ ვენდობი სისტემას“ - ფრაზა, რომლის გამოც მირიან ბერიულავა დააკავეს

„არ ვენდობი სისტემას“ - ეს აღმოჩნდა ფრაზა, რის გამოც ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააპატიმრეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. 

თევდორაძის თქმით, ეს საოცრად უაზრო და სახიფათო პრეცედენტია. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მასთან მივიდა პოლიციის ეკიპაჟი და უთხრეს, რომ დაკითხვაზე უნდა გადაეყვანათ. პოლიციაში გადაყვანის დროს საუბრისას მან თქვა ფრაზა, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი. 

„ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც გააჟღერა იყო ის, რომ - „არ ვენდობი სისტემას“. შემდეგ მიიყვანეს პოლიციაში და უთხრეს, რომ დაკავებული ხარ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მირიანმა როდესაც იკითხა, „რა შეურაცხყოფა მოგაყენეთო?“- არ ვენდობი სისტემას, რომ გვითხარი, ეს შეურაცხყოფა იყოო.  წარმოუდგენელოა რამეა, რომ მოეყოლათ ასეთი ამბავი, ალბათ, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი ხდება, ეს საოცრად უაზრო და სახიფათო პრეცედენტია", - განაცხადა თვდორაძემ.

შეგახსენებთ, მირიან ბერულავა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორი: