|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ჩადებას"-წარწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებული აქცია, „არა ჩადებას“, შესაძლოა, ახალი საგამოძიებო საქმის მიზეზი გახდეს.

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების  გალერეაზე დატანილი წარწერით აქციის მონაწილემ კანონი დაარღვია. კაკაბაძის სახელობის გალერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მასზე რაიმე სახის წარწერის დატანა, ან დახატვა დასჯადია.

კაკაბაძის სახელობის გალერიის დირექტორის ელისო ჩოგოვაძის განცხადებით, მომხდარზე გუშინ შეიტყო და აპირებენ ამ საკითხზე შემდგომი რეაგირებისთვის ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას მიმართონ.

„გაერთიანების მმართველს ჩავაყენებთ საქმის კურსში. გუშინ ვნახე ეს წარწერა, რა თქმა უნდა, ეს არაა კარგი. სამართლიანობაზე რომ გაქვს პრეტენზია, უკანონო გზებით არ უნდა იბრძოლო სამართლიანობზე, სხვადასხვა საშუალებაა აზრის გამოსახატად და შესაძლებელია, ეს დააფიქსირონ კანონიერად. ეს არის ვანდალიზმი, მე პირადად ვემხრობი აქციას „არა ჩადებას“, მაგრამ არა ამ ფორმით. ამიტომ ვითხოვ, ობიექტზე სათვალთვალო კამერის დამონტაჟებას.  თანამშრომლებს შიგნიდანაც შეეძლოთ გაკონტროლება, ეს არ არის პლაკატი, რომ გაეკრათ და წასულიყვნენ, გარკვეული პერიოდი დაჭირდებოდა ამას, რადგან ეს არის ნამუშევარი, ამიტომ კამერის ჩანაწერით შეიძლებოდა ამის ჩამდენის ნახვა“, - განაცხადა ელისო ჩოგოვაძემ.

რუსთაველის 8 ნომერში მდებარე ძეგლი, ერთი რომ ისტორიული ნაწილში მდებარეობს, მეორე თავად ატარებს ძეგლის სტატუსს. საქართველოს კანონმდებლობით, მასზე რაიმე სახის ჩარევა არ შეიძლება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვიის სააგენტოს წარმომადგენლი ბექა ბარამიძე განმარტავს, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ, თუმცა არ გამორიცხავს, უწყებამ თავად დაიწყოს ამ ფაქტის მოკვლევა.

„ჩვენ საქმეში ზოგადად ვერთვებით მას შემდეგ, რაც პოლიცია დაიწყებს საქმის მოკვლევას, თუმცა შესაძლებელია, ჩვენ თავად დავიწყოთ დამოუკიდებლად ამ საქმეზე მუშაობა. ეს შენობა არის ძეგლი. მასზე წარწერა ისჯება ადმინისტრაცილი სასჯელით, ფიზიკური პირისთვის 5000 ლარით, იურიდიულისთვის 10 000 ლარით, თუ წარწერა მოხდება ეროვნული სტატუსის ან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფ შენობაზე მაშინ ჯარიმა 7000-დან 12 000 ლარამდეა. ამიტომ რთული პროცესი არის მოკვლევა, ვის მიერ მოხდა წარწერის გაკეთება, ჯარიმა დიდია, თუმცა მოქალაქემ უნდა გაიაზროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა “-განაცხადა ბექა ბარამიძემ.

აქციის ფარგლებში შენობაზე წარწერა გუშინ გაკეთდა, ავტორმა ბ.თ.-მ განაცხადა, რომ „პოლიცია ხშირად მიმართავს „ჩადების“ ძველ პრაქტიკას, რაც გახდა პროტესტის მიზეზი.

 „ისედაც საშინელ ნარკოპოლიტიკას სამართალდამცველები უკანონო ქმედებებით უფრო დრამატულს ხდიან. „პოლიცია ხშირად მიმართავს „ჩადების“ ძველ პრაქტიკას, რასაც უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის დაკავება მოჰყვება ხოლმე. ეს გამაფრთხილებელი აქციაა და მსგავსი შინაარსის პლაკატებით ქუჩაშიც გამოვალთ“, -განაცხადა მან.

აქციას „არა ჩადებას“, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრიც შეუერთდა.

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წლის, 27 აპრილს დაარსდა. ოქროს ფონდში, დღეს სამი ათასამდე ექსპონატი ინახება, აქედან 800 ერთეული არის ფერწერა, 2 ათასამდე გრაფიკა, დანარჩენი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები და ნახატები. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა