"გაიცანით ქუთაისი"-დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა [VIDEO]
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წლის, 27 აპრილს დაარსდა. ოქროს ფონდში, დღეს სამი ათასამდე ექსპონატი ინახება, აქედან 800 ერთეული არის ფერწერა, 2 ათასამდე გრაფიკა, დანარჩენი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები და ნახატები. გალერეაში დაცულია, ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები. სახვითი ხელოვნების გალერეის პირველი დირექტორი- საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატი არჩილ ჩოგოვაძე გახლდათ. ამჟამად გალერეას მისი ძმისშვილი ელისო ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს. სამხატვრო გალერეაში მეგზურობა "ნიუპრესს" სწორედ მან გაუწია.
ოქროს ფონდი, სადაც მილიონობით ლარად შეფასებული ნამუშევრებია დაცული, კრიზისულ მდგომარეობაშია. გალერეაში არსებული კლიმატური პირობების გამო ძვირადღირებული ექსპონატები, შესაძლოა, დაზიანდეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი