არა ნამოხვანის კასკადს! - 22 ივლისს ქუთაისში აქცია გაიმართება
არა ნამოხვანის კასკადს, არა დიდ კაშხლებს საქართველოში! - ამ გზავნილებით 22 ივლისს, ქუთაისში ცენტრალურ მოედნზე აქცია ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ აქცია გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას ორგანიზებას სახალხო გაერთიანება ,,თემთა ერთობა" და საზოგადოებრივი მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის" უწევს.
მათი განცხადებით კომპანიამ არ გაითვალისწინა წინა აქციის დროს მათ მიერ გაჟღებული მოთხოვნა, რის გამოც პროტესტი გრძელდება.
"2020 წლის 5 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოხვანში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, სამუშაოების შეწყვეტა და ტექნიკის გაყვანა ორი კვირის ვადაში. მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცა დეველოპერ კომპანია ,, ენკა რინიუებლზს,, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდა მომდევნო აქცია.
მივმართავთ სრულიად საქართველოს, და განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას: გააცნობიერონ ის უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისს, რეგიონს და მთელ ქვეყანას"- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე თქმით, აქციაზე არ დაიშვებიან ცნობადი პოლიტიკური სახეები და პარტიული სიმბოლიკა.
აქცია 22 ივლისს დღის 2 საათზე , ცენტრალურ მოედნზე არსებულ სვეტებთან გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი