"არა რუსულ კანონს" - ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია მიმდინარეობს
"არა რუსულ კანონს", "არა დიქტატურას", "უმოქმედობა დანაშაულია" - აღნიშნული სლოგანებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა თქმით, "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული და "ქართული ოცნების" მიერ მოწონებული ორივე კანონპროექტი ქვეყანას საბჭოთა პერიოდში აბრუნებს.
აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, რაც მმართველს გუნდს დარჩენილი მცირე რაოდენობის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა