"არაფორმალური მმართველობა- ეს უკვე იუმორის თემაა"
"არაფორმალური მმართველობა- ეს უკვე იუმორის თემაა"- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ნიუპრესის" კითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს მმართველი გუნდის საქმიანობას და მის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას- არაფორმალურ მმართველობას.
"ეს უკვე იუმორის თემაა, ჩანს ეს კაცი და რატომ ჩანს, არ ჩანს და რატომ არ ჩანს, ხომ გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს მთავრობა. ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანებზე მეტი გავლენა აქვთ, ეს ყველა ქვეყანაში არის ",- განაცხადა შოთა მურღულიამ. ის დადებითად აფასებს "ქართული ოცნების" საქმიანობას და აცხადებს, რომ იბრძოლებს თუ არა ქუთაისის მერის პოსტის შესანარჩუნებლად, ეს გუნდის გადასაწყვეტია.
"ქუთაისის მერობა არ არის ის პოზიცია, რომელიც ვინმეს სურვილზე იყოს დამოკიდებული, გადაწყვეტილება გუნდის მისაღებია, თუმცა ჯერ უნდა მოხდეს ერთი ეტაპის შეფასება და ამის შემდეგ მეორე ეტაპის დაწყება"- აცხადებს შოთა მურღულია და დღეიდან გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარებას სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან გეგმავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე