|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოებმა პარლამენტის დადგენილება ქუთაისის სასამართლოში გაასაჩივრეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სარჩელი შევიდა.  სამოქალაქო სექტორი სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით 7 ქალაქს თვითმმართველი მუნიციპალიტეტის სტატუსი ჩამოერთვა.  

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის დადგენილება ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მოთხოვნებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია და დადგენილება მიღებულია მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე.

„ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, გადავწყვიტეთ სარჩელით მიგვემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის საქართველოს პარლამენტის დადგენილების  გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, დადგენილება, ჩვენი მოსაზრებით, მიღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მოთხოვნების უგულებელყოფით. ფაქტობრივად, არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია და დადგენილება მიღებულია მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე,“ - განაცხადა „საია“-ს წარმომადგენელმა გიორგი სანტურიანმა.  

საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით, მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და 2014 წელს რეფორმის ფარგლებში გაყოფილი მუნიციპალიტეტები ერთიანდება.

 არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს, აღნიშნულ კანონს ხელი არ მოაწერს.

პარლამენტმა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ დადგენილება 2017 წლის 15 ივნისს მიიღო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა