|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არავინ საუბრობს, როდის დაიწყება გელათის ტაძრის გუმბათის გადახურვა - თორნიკე ბარათაშვილი

არავინ საუბრობს როდის დაიწყება გუმბათის გადახურვა და შეხვდება თუ არა მეხუთე ზამთარს გელათი დაცული - აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარატაშვილი. 

მისიო თქმით,  ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პირდაპირი მტრობა არის გამოცხადებული.

„პირდაპირი მტრობა არის გამოცხადებული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რაც მისი მნიშვნელობით, გელათი მისი ღერძია. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, უამრავი პრობლემაა გამოკვეთილი, როგორც სახურავში, ასევე კედლის მხატვრობაზე, ჯერ-ჯერობით მიუღწეველია ის, რომ დაიწყოს გუმბათი გადახურვა. თავისთვისვე დაწესებული რამდენიმე ვადა დარღვეულია და დახურულ პროცესში, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენადაც ამაზე არავინ არ საუბრობს როდის დაიწყება გუმბათის გადახურვა და შეხვდება თუ არა მეხუთე ზამთარს გელათი დაცული. ორი კვირაა დარჩენილი, იქ კი მასშტაბური სამუშაოებია განსახორციელებელი, შესაბამისად კითხვის ნიშნები, მოესწრება თუ არა გადახურვა ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. ახლა უნდა საუბრობდეს მთავრობა, საპატრიარქო და დროებითი კომიტეტი კონკრეტულ შედეგებზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს", - განაცხადა ბარათაშვილმა. 

 შეგახსენებთ, გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოები, რომელიც აგვისტოში მაღალი ტემპერატურის საბაბით შეწყდა, ამ დრომდე არ განახლებულა. 

ავტორი: ნიუპრესი