რა იწვევს ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელ ტერფებს ფეხის კუნთების სპაზმის გამო ხშირად ახლავს მტკივნეული შეგრძნებები. ბრტყელტერფიანობის საწყის ეტაპს ახასიათებს ისეთი ჩივილები, როგორიცაა:
- ადვილად დაღლა;
- ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
- წვივის კუნთების ტკივილი;
- წელის ტკივილი.
ბრტყელტერფიანობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, სპორტულ დატვირთვას, სქოლიოზს, რევმატულ დაავადებებსა და ტერფის სხვა პათოლოგიებს. ამ დაავადების შემჩნევა ადრეული ასაკიდან არის შესაძლებელი, როდესაც ტერფი ჩამოყალიბებას იწვევს. ბრტყელტერფიანობა ბავშვებში სწორი მკურნალობის საფუძველზე, ეფექტური შედეგებით სრულდება. გამომწვევი მიზეზებია:
- ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა, ღრძობა;
- რაქიტი - ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას.
- ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკ-ფაქტორებია.
თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ სუპინატორს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. მათი ფართო არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”.
ავტორი:





14:27
















