|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნების "მარნეულიზაცია" ხდება, უბნებზე კოორდინატორი მეტია, ვიდრე ამომრჩეველი"

არჩევნების "მარნეულიზაციის" შესახებ საუბრობენ ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ტუსკაძის საარჩევნო შტაბში.

"ქრისტიან დემოკრატების" წევრის გოჩა ჯოჯუას განცხადებით, საქართველოში არჩევნების "მარნეულიზაცია" ხდება, რადგან კოორდინატორი მეტია უბნებზე, ვიდრე ამომრჩეველი.

"შუალედური არჩევნები განსხვავებულია შინაარსით, რადგან მიმდინარეობს სრული მობილიზაცია. გამოყენებულია სამხარეო პოლიცია მთლიანად. აქ არიან დეპუტატები, რაც ნორმალურია და დაძაბულობა არ არის, თუმცა ვატყობ, საქართველო "მარნეულიზაციისკენ" მიდის. კოორდინატორების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩევლების რაოდენობას. სანამ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება და სანამ არ მოხდება ხმების გაყიდვის შეჩერება, არაფერი შეიცვლება, ხელისუფლება უნდა ეცადოს შეცვალოს მდგომარეობა, საარჩევნო ხმის შეჩერებაც უნდა მოხდეს, როდესაც ხდება ხმის გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატია საფრთხის წინაშეა", -განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი