|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ თალაკვაძემ ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა სოფელ თხინვლაში გამართა (R)

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

„სისწრაფე გვახასიათებს გურულებს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ერთად გადავალთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, რაც მოგვიტანს მეტ კეთილდღეობას, გზას გაუხსნის მომავალ თაობას“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესში ქალთა მონაწილებაზეც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე გაამხვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ იგეგმება საპენსიო რეფორმა, თუმცა ეს არ ნიშნავს პენსიონერების სახლში უქმად ყოფნას.

„მათი გამოცდილება ჩვენ ისევ გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერთა დასაქმებას ითვალისწინებს, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი