|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა (R)

„დაპირება ვერ მუასწარი და უკვე დუუწყიენ“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც რვა სექტემბერს დაიწყო.

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში: ასკანაში, მზიანსა და მთისპირში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„ ვხედავთ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფლები ვითარდება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულოა. მზად ვარ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვიყო, რათა დროულად გადავჭრა თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი