აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდება
აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეზღუდვა 1 მაისს 23 საათიდან დაიწყება და 2 მაისის 04:00 საათამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.
მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა