|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება -სახალხო დამცველი ქუთაისისა და ბათუმის ციხეებზე

სახალხო დამცველი  ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველი წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - წერია სახალხო დამცველის აპარატიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა