|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა თვითმმართველობებისა და მოქალაქეების თანამშრომლობისთვის (R)

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას საქართველო რამდენიმე წელია შეუერთდა. პარტნიორობის პოლიტიკამ  თითქმის ყველა სფერო მოიცვა და მთავარი იდეის გარშემო გააერთიანა. ეს არის პოლიტიკა საზოგადოებრივი ჩართულობის და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ფუნქციონირებს სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომელიც  ქვეყნის მასშტაბით ოთხ რეგიონს მოიცავს. სამცხე–ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და  სამეგრელო–ზემო სვანეთი, მათი სპეციფიკის გამო შეირჩა. ძირითადად აქცენტი რელიგიურ, ეთნიკურ და კონფლიქტურ თემებზე გაკეთდა.

იმერეთის  მხრიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ პლატფორმის წევრი, მათ შორის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia), რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების  ფორმის საქართველოს ეროვნული პლათფორმის წევრი  2011 წლიდან არის. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული პირველ და მეორე სამუშაო ჯგუფებში. 2016 წლიდან კი ორგანიზაცია გახდა ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში.

პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის იმერეთის მხარეში საქმიანობა მრავალფეროვანია. მოიცავს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებს, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობასა   და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან.

აქცენტი მისი მისიიდან გამომდინარე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობაზე გააკეთა.

ორგანიზაციამ მიმდინარე წელს პლატფორმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„ჩვენი მთავარი მიმართულება არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. მუშაობა წარიმართა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში.  სამიზნე ჯგუფები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები,  ახალგაზრდები,  სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი როგორც პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის პირველი მიმართულება გახლდათ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. მისი მიზანი იყო მიგვეწოდებინა მათთვის პლატფორმის შესახებ ინფორმაცია. რომ შესაძლებელი იყო პლატფორმაში გაწევრიანება, გაწევრიანებისთვის აუცილებელია განაცხადის გაკეთება ამავდროულად უკვე წევრი ორი ორგანიზაციის რეკომენდაცია. სამწუხაროდ, იმერეთის ყველა რაიონში არ არის ძლიერად წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი. ვგეგმავთ მომავალ წელს  მუნიციპალიტეტებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს   დავუჭიროთ მხარი, რათა გახდნენ პლატფორმის წევრები.

მეორე ძირითადი მიმართულებაა ყო დისკუსიები თვითმმართველობებთან, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სტუდენტებთან შეხვედრები, რომელიც დაკავშირებული იყო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხებთან. გამოვყოფდი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ჩართულობით გამართულ დისკუსიას , რომელსაც იმერეთის მხარის 12–ივე მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. ამ დისკუსიაზე განვიხილეთ თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული მექანიზმები მივაწოდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჩვენს მიერ მომზადებული  რეკომენდაციები“–განაცხადა პლატფორმისეგიონული ორგანიზაციის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia ) წარმომადგენელმა მაკა ცერცვაძემ.

პლატფორმის წარმომადგენელი იმერეთის მახრეში აქტიურად თანამშრომლობს  სტუდენტებთან.  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. ახალგაზრდებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დადებითად შეაფასეს ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკა, გამოწვევებად დასახელდა განათლების პრობლემა და სხვა ქვეყნებთან არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. გაცვლით პროგრამებს ძირითადად არასამთავრობო სექტორი  კურირებს, ახალგაზრდების მოსაზრებით კარგი იქნება, თუ ამ პროგრამების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება.

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia)“,  ქუთაისისა და სტრასბურგის მერიების  მხარდაჭერით 20 ქუთაისელი ახალგაზრდა გაემგზავრა  სტრასბურგში, თეორიულად კურსთან ერთად ისინი უშუალოდ გაეცნენ ევროპულ თვითმმართველობებს, მათ საქმიანობასა და პრიორიტეტებს. შეხვდნენ სტრასბურგის მერს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს. შემდგომში მონაწილეები თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს“–განაცხადა მაკა ცერცვაძე.

პროექტს დადებითად აფასებს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის ახალგაზრდული კლუბისახალგაზრდები ევროპისათვისკლუბის წევრი ნანო კირთაძე.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ქალაქში ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ევროპული ღირებულებების, იმ შესაძლებლობების შესახებ, თუნდაც არაფორმალური განათლების მხრივ, რასაც ევროპა გვთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს. LDA Georgia აქტიურად არის ჩართული ევროკომისიის ახალგაზრდულ პროგრამაში Erasmus + და უწევს პოპულარიზაციას პროგრამას, ასევე თავად არის გამგზავნი და მიმღები ორგანიზაცია. ჩვენი კლუბი აპირებს უფრო ფართო მასებზე ევროპული ღირებულებების და შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამ მხრივ თანატოლთა ცნობიერების ამაღლებას. აგრეთვე კლუბის წევრებმა გავმართეთ დისკუსიები, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, ადგილობრივ დემოკრატიას,  ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პოზიტიურ ასპექტებს, გამოწვევებს და დამკვიდრებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციებს. დადებითად ვაფასებ LDA Georgian საქმიანობას და ვთვლი, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესებში–განაცხადა ნანო კირთაძემ.

სამოქალაქო საზოგადოების  ფორმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი  ორგანიზაცია იმერეთში ასევე, აქტიურად თანამშრომლობს თვითმმართველობებთან.

იმართება ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები, პრობლემების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება, ორგანიზაციამ ერთ–ერთ საკვლევ თემად აიღო ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში არსებული ხარვეზების განხილვა.

ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობას ეხება პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც  ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მეთერთმეტე ნაწილში შესულ ცვლილებას წარმოადგენს, კერძოდ, ეს გახლავთ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმი. თუმცა პროექტის ავტორის და  „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს LDA Georgia“–ს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას განცხადებით, არსებობს რიგი ხარვეზები, რაც პროექტს აფერხებს. კანონის თანახმადაც,  დასახლების საერთო კრების ორგანიზების წესით, კრებას დაბისა თუ თემის რეგისტრირებული ამომრჩევლების 20% უნდა დაესწროს. რაც არაერთხელ გახდა კრების ჩაშლის მიზეზი, რადგან მიგრაციის პრობლემის გამო დაბასა თუ სოფელში ამომრჩევლების 20% არ იმყოფება. დოკუმენტის ავტორი თვლის, რომ  საკითხის მოქნილობისთვის აჯობებს თუ მოხდება აღნიშნული ბარიერის დაწევა.

ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის იმერეთის მხარეში პასუხისმგებელი პირის მაკა ცერცვაძის თქმით,ეგიონალური ოფისების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონული წარმომადგენელი იცნობს მისი სამუშაო არეალის საჭიროებებს, აქვს საკუთარი ხედვები და გააჩნიათ პარალელური პროექტები, რომელთა ერთობლიობაც უფრო ქმედითს ხდის ეროვნული პლატფორმის საქმიანობას რეგიონებში.

ტრენინგები გამართა არამხოლოდ თვითმმართველობებთან, არამედ ადგილობრივ მოქალაქეებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია საერთო კრების ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმრტავენ, ამ მხრივ წარმატებული აღმოჩნდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნეში, სადაც მოქალაქეებმა შეძლეს და მოაწყვეს საერთო კრება, მათ მიერ მოხდა პრობლემის გამოკვეთა და ამ პრობლემის თვითმმართველობისთვის მიწოდება, თვითმმართველობამ შეისწავლა პრობლემა და მოახდინა ბიუჯეტში ასახვა და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმამდე მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა.  ასევე  საერთო კრებამ მიაწოდა მათ მიერ გამოყოფილი პრობლემა ხარაგაულის გამგებელს, სავარუადოდ, მის მოსაგვარებლად თანხა შემდგომი წლის ბიუჯეტში გამოიყოფა.

„აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა უფლებები აქვთ. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო კრების გააქტიურება და ის რომ ბიუჯეტში მოხდეს თანხების გამოყოფა, რადგან მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრობლემა პოზიტიურად გადაწყდეს, რაც მისცემს მათ მოტივაციას. ჩვენ ხარვეზებს ვეძებთ თვითმმართველობის კოდექსში. რამდენიმე ხარვეზებზე მივაწოდეთ უკვე პლატფორმას ინფორმაცია, ისინი კი თავის მხრივ იმუშავებენ სამთავრობო დონეზე. ჩვენი რეკომენდაცია იქნება გამგებლებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოები მეტად ქმედითები გახდნენ და მათ მიერ მიღებული რეკომენდაციები პრაქტიკაში განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან საბჭოს წევრები და რომ იცოდნენ მათ თავიანთი ვალდებულებები. კარგი პროექტი განხორციელდა ქუთაისის თვითმმართველობის მიერ, როდესაც საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ტრენინგის ჩატარების მიზნით გამოცხადდა ტენდერი. ტრენინგების მეშვეობით ხდება საბჭოს წევრების გადამზადება ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე“–განაცხადა მაკა ცერცვაძემ.

თვითმმარველობების ღიაობის პრინციპს ხელისუფლებასა და ხალხს შორის თანამშრომლობად  აფასებს ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი, რომლის განცხადებითაც, არასამთავრობოების როლი მოქალაქეთა ჩართულობაში აუცილებელია.

„ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების როლი არის მნიშვნელოვანი და დამატებითი მექანიზმი მონიტორინგის, ისინი ცდილობენ გააქტიურდეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ რაიონებში მოქალაქეები იყვენენ ინფორმირებულები და აქტიურები.  ამვდროულად, პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოსახლეობის სათქმელი მოიტანონ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებამდე და დაახლოვონ თვითმმართველობა და საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ჩვენი და ეროვნული პლატფორმის თანამშრომლობა შედგა და იმედია მომავალშიც გაგრძელდება“–განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

პლატფორმაში იმერეთიდან რამდენიმე ორგანიზაციაა გაწევრიანებული. მათი რიცხვი მომავალშიც გაიზრდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ოფისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ბათუმში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“, რომლის წარმომადგენლის რომა დოლაბერიძის განცხადებით, პრინციპები, რაც პლატფორმაში შემავალ ორგანიზაციებს აერთიანებს, მათთვისაც მისაღები და მნიშვნელოვანია, ამიტომ ცდილობენ პლატფორმის  იმერეთის მხარის წამომადგენლობასთან თანამშრომლობით გახდნენ პლათფორმის წევრები.

სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის ეროვნული პლატფორმა საქართველოში 2010 წელს დაარსდა.  პლატფორმაში ეტაპობრივად რამდენიმე ორგანიზაცია და კოალიცია გაერთიანდა. ამჟამად მასში 163  გაერთიანება და ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების  ფორმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ყოფილი თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის განცხადებით, პლატფორმის მოდული დაფუძნებულია დეცენტრალიზაციის პრინციპზე. მისი მთავარი ამოცანაა, თბილისიდან რეგიონებში გასვლა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება. მუშაობენ თვითმმართველობებთან გასაფორმებელ მემორანდუმზე, რომელიც იქნება ანალოგი მთავრობასა და პარლამენტთან გაფორმებული მემორანდუმისა. მემორანდუმის ფარგლებში თვითმმართველობები ევროპასთან, დემოკრატიასა და საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებში ავტომატურად მოახდენენ პლატფორმაში გაწევრიანებული ორგანიზაციების ჩართულობას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკაში საბჭოთა კავშირის 6 ქვეყანაა (ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო,საქართველო)  გაერთიანებული.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი