ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 71,746 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის ნოემბერი 72,032 მგზავრი).
2022 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხით. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 7 %-ით გაიზარდა და 268 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ნოემბერი - 250 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
ავტორი: ნიუპრესი