ქუთაისის „ტორპედოს“ შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს
მომდევნო შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გუნდის ხელმძღვანელობამ 1 ნოემბერს გაუშვა, მიზეზი კი კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარება იყო.
კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ 2016-2019 წლებში მუშაობდა და კლუბს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოუტანა. ის გუნდს წლეულს დაუბრუნდა, როდესაც გუნდი ბოლო ადგილებზე იმყოფებოდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



21:40
15:55
19:56
11:45












