|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშკარა პოლიტიკური შურისძიება - Amnesty International მიხეილ სააკაშვილის შესახებ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ - აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია “ტვიტერზე“ ავრცელებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა