აშშ-ის კონგრესის შენობაში აქციის მონაწილე ქალია დაჭრილი
აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, იარაღიდან გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გულ-მკერდის არეშია დაჭრილი საპროტესტო აქციის მონაწილე ქალი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებია მობილიზებული.
ავტორი: ნიუპრესი