|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აია არენას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში „აია არენას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ, გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთდ დაათვალიერეს.

სამუშაოები მოიცავს სტადიონების, ტრიბუნების, გასახდელების, განათებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

„აია არენას“ კომპლექსში შემავალი სამი სტადიონის პარალელურად, 2026 წლის ივნისში დაგეგმილი 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სათამაშო მოედნების განახლება აქტიურად მიმდინარეობს თბილისში - ავჭალისა და შევარდენის სარაგბო ბაზებზე.

პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისთვის ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების მოწყობის პროგრამასაც ახორციელებს. პროექტები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, ტექნიკური და სამედიცინო სივრცეების მოწყობას. დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც სამუშაოები უკვე 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა