აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრის გადის კურნალობის კურსს. პრეზიდენტი „ტვიტერის“მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პრეზიდენტის თქმით, მისი მკურნალობისთვის მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადასვლის მომენტში თავს არც ისე კარგად გრძნობდა.
„მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას ისე, როგორც ის დავიწყეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორი: ნიუპრესი