|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ასსაფეხურიან კიბესთან ხეების მოჭრას „ევროპა ჩვენი სახლია“ აპროტესტებს

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრების  აპროტესტებენ. ისინი აღნიშნულ ქმედებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

„ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრების განცხადებით, გაჩეხილია მსხვილმერქნიანი კედარის ჯიშის  80-მდე  ხე , რომელიც ასსაფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდზე იყო გაშენებული.  ხეები "აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის" ბალანსზე ირიცხებოდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მოჭრილი და დამუშავებული ხის მასალის ნაწილი ახლადაშენებული სასტუმროს " ქუთაისი ინნ"- ის ეზოშია დაწყობილი.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა