|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ათი არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების აქციაზე სულ რვა კაცი იყო"

 ქალაქის მერი შოთა მურღულია "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი  განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა კანონის ნორმების  გათვალისწინებით მიმდინარეობს. მურღულიამ აქციის მონაწიელების მცირერიცხოვნებაზე გააკეთა აქცენტი და  ისიც აღნიშნა, რომ  მისთვის მოულოდნელი იყო მათ შორის ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა.

"ათი არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე, სულ 8 კაცი იყო.  ორ  არასამთავრობო ორგანიზაციაზე ნამდვილად დამწყდა გული, მგონია, რომ საკმარისად არ არიან ინფორმირებულები. მინდა ავღნიშნო, რომ 2013 წლის ბოლოს, როდესაც მერის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, სამი ოთარის ძეგლის უკან 500 კვ. მ. დამხვდა გასხვისებული. ნამდილად სიმახინჯე იქნებოდა, იქ შენობის განთავსება. ნიკა ლატარია, იყო ვისაც ვთხოვე დახმარება, რაზეც დიდი  მადლობა მინდა გადავუხადო.  სამი ოთარის ძეგლის უკან 500 კვ. მ გადავუცვალეთ 300 კვ.მ. ხელშეკრულებაში წერია, რომ ირგვლის არსებულ სიმწვანეს არ შეეხებიან",- აღნიშნა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.

 მისი თქმით, კანონში მითითებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან 50მ. რადიუსში მშენებლობასთან საჭიროებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობას.

შეგახსენებთ,"ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით, გუშინ აქცია გაიმართა. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი