ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეთერთმეტეკლასელი გოგონა გარდაიცვალა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტეკლასელი გოგონა გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავტომანქანაში 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 18 მარტს, 18 საათის შემდეგ მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.
ავტორი: ირინა მაკარიძე