|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა რაგბისტი ლევან შვანგირაძე, რომელმაც წარმატებას საზღვარს გარეთ მიაღწია

 "ბრაინ დრეინი" - სიტყვა-სიტყვით „ტვინების  გადინებას“ ნიშნავს  და მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას გულისხმობს. ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დროს შრომითი მიგრაციის მიზნით, გასული მოქალაქეების  რაოდენობა გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით,  2014-2015 სასწავლო  წლის დასაწყისისთვის საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა. მათ შორის ქართველი ახალგაზრდა და წარმატებული რაგბისტი ლევან შვანგირაძე, რომელმაც წარმატებას საზღვარს გარეთ მიაღწია. 

ლევან შვანგირაძემ ბევრი წელია, რაც საქართველო დატოვა. ლევანი წარმატებული  სპორტსმენია. ის ქუთაისში დაიბადა, ქუთაისშივე დაასრულა #13 საჯარო სკოლა. რაგბის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა (ის ცნობილი რაგბისტის, ვახტანგ შვანგირაძის, ზედმეტსახელად „ბუკუჩის“ შვილია). მამის მსგავსად, ლევანმაც ბევრ წარმატებას მიაღწია. თუმცა, სახელის დამკვიდრებას საზღვრებს გარეთ ცდილობს.  საქართველოს ხუთგზის და შვედეთის ლიგის  ჩემპიონი, ახლა გერმანიის „ბუნდეს“ ლიგაში თამაშობს. მისი ცხოვრება ძალიან აქტიური და დატვირთული გახდა. დილით ვარჯიშობს, საღამოს „სტუდიან კოლეჯში“ სწავლობს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცნობილი და წარმატებული რაგბისტი გახდეს.  სამწუხაროდ, მას საქართველოში დაბრუნება არ სურს.

ავტორი: ნიუპრესი