|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ახალგაზრდები თვითმმართველობის საქმიანობას გაეცნობიან

პროექტის "აქტიური ახალგაზრდები-ძლიერი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში ახალგაზრდები თვითმმართველობის საქმიანობას გაეცნობიან.

ინიციატივის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და ის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს  ირაკლი შენგელიას ეკუთვნის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, პროექტის მიზანი ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვაა.

"ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით, მოხდება მათი ჩართულობა მაჟორიტარის საქმიანობაში. პროექტში პირველ ეტაპზე გამარჯვების მუნიციპალიტეტის 10 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთვება და უბნის მოსახლეობის პრობლემების ინიცირებას მოახდენენ ადგილობრივ თვითმმართველობაში", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საპილოტე პროექტი ოთხი თვე გაგრძელდება და წარმატების შემთხვევაში ის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი