|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალკოჰოლურ სასმელებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება

იცვლება “მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000 ლიტრიდან  25 000 ლიტრამდე მცირდება, - ამის შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია საუბარი, რომელიც პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლლილებების მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით,  ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება“ განისაზღვრება როგორც ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის - QR კოდის დატანა. 

ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმლის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც წარმოებული იქნება მცირე ზომის მარანში. ამასთან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება სავალდებულო იქნება და ნიშანდებას განახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა