„ახალი ხედვის“ ინდივიდუალური სუპინატორები
ბრტყელტერფიანობა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. არსებობს როგორც თანდაყოლილი, ისევე შეძენილი სახის ბრტყელტეფიანობა. ამ პრობლემის დროს ტერფი დეფორმაციას განიცდის და ამორტიზაციის უნარს კარგავს, რის გამოც ადამიანი სიარულისას მარტივად იღლება და ძლიერი ტკივილიც აწუხებს. ამ დაავადებას ახასიათებს:
- ტერფის ტკივილი - კოჭ-წვივის სახსრის დატვირთვის შედეგად;
- ადვილად დაღლა;
- ტერფის დაგრძელება;
- ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
- ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
- ქუსლის დეფორმაცია.
ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებების დროს ექიმები რეკომენდაციას უწევენ სუპინატორების გამოყენებას. სუპინატორი ტერფს სწორ, ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი გამოყენება როგორც ბრტყელტერფიანობის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის არის შესაძლებელი. საპროფილაქტიკო დანიშნულების მქონე სუპინატორებს ხშირად გამოიყენებენ ყოველდღიურად აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანები. სხვადასხვა სახის: საპროფილაქტიკო, მზა, სტანდარტული - სუპინატორების შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: akhalikhedva.ge
გარდა მზა, სტანდარტული სუპინატორებისა, კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. თავდაპირველად, ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის ულტრასენსორული Diasu-ს აპარატურის საშუალებით ტარდება და ტერფზე დატვირთვის სამგანზომილებიან, დეტალურ სურათს ქმნის. კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში, ტერფის სკანირებით, ასევე ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას. მიღებული შედეგებით ფასდება ტერფის მდგომარეობა, ექიმი კი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი სახის ღაბაში (სუპინატორი) სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური, თუ სტანდარტული. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, რადგან ის ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას - რაც მაქსიმალურ შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობის მკურნალობისა და თანმხლები დაავადებების პრევენციისთვის. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება ბავშვებში 3-4 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს.
ავტორი: