აზერბაიჯანში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა (R)
ქ. განჯაში, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფრენციის - „საერთაშორისო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით, სურსათის უსაფთხოების უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა“ -პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიტყვით გამოვიდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. იური ნოზაძემ ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ახალ გამოწვევებზე გაამახვილა.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო და ექსპერიმენტული ბაზა დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა 16 ქვეყნის (გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი, ბანგლოდეში, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, უზბეკისთანი) წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბერიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი