|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აფასებს [VIDEO]

“დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ვითარება  2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია“,- პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში ვიზიტს აფასებს.

გრეგ კრავჩუკი რამდენიმე დღის განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო შტაბების მუშაობის გაცნობისა და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.

მისი თქმით, მოსახლეობამ  და ფერმერებმა დაიწყეს  საკუთარი ბაღების და სამეურნეო ფართობების მოვლა, ხოლო მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად სურსათის ეროვნული სააგენტო  ინტეგრირებული მიდგომით  ახორციელებს ღონისძიებებს.

საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

 

 მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა