|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გრიგოლ ნარსიას პროცესის დისტანციურად გაიმართა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნარსია პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარეს აღკვეთი ღონისძიების ფორმას გირაოს 100 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. რამდენიმე მუხლით დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. როგორც დაცვის მხარემ პროცესზე განმარტა, გრიგოლ ნარსიას 14 წლის შვილი ჰყავს, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და მკურნალობას საჭიროებს.
 
საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა 20 სექტემბერს მოხდა, გრიგოლ ნარსიას 14 ადამიანი რამდენიმე საათი მძევლად ყავდა აყვანილი.
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი