ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია
ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი და საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი წლის საუკეთესო მასწავლებლის მანანა კაპეტივაძის გაცნობა და ინოვაციების ცენტრის დათვალიერება იყო.
ვიზიტის ფარგლებში კულტურის ატაშე, ინოვაციების ცენტრის მუშაობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელს მანანა კაპეტივაძეს ჯულიუს ცაიმ, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტიტულის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კულტურის ატაშე ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეგახსენებთ, მანანა კაპეტივაძე, რომელიც 2018 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელია, ბაღდათის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, ის ასევე ხელმძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრს.
ავტორი: ნიუპრესი