ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის აღსაზრდელებმა და საჯარო სკოლების
მოსწავლეებმა კალათბურთში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1984 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია ყველა თაობის ადამიანი დაკავდეს სპორტული ცხოვრებითა და ფიზიკური აქტივობით.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა