|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დატოვეს თუ არა ბაღდათის საკრებულოს დეპუტატებმა "ქართული ოცნება" ?

ბაღდათის საკრებულოს სამმა მაჟორიტარმა წევრმა უმრავლესობის რიგები დატოვა. მიზეზად ისინი მმართველი ძალისაგან  განსხვავებულ ხედვაზე მიუთოთებენ. ამის შესახებ გაბრიელ ღიბრაძემ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში განაცხადა. 

ღიბრაძე "მთავარ არხთან" საუბარს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ საუბრის დროს კბილის ექიმთან იმყოფებოდა და ზუსტად არ იცის, რა უპასუხა დასმულ კითხვებს. მისივე თქმით, მათ პარტია "მწვანეები" დატოვეს და ახალი ფრაქცია "ბაღდათელები მომავლისათვის" შექმნეს, რომელიც ასევე უმრავლესობაში რჩება.

ამასვე აცხადებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია ,,მწვანეები“ და არა "ქართული ოცნება". (ისინი რეალურად, პარტია ქართულ ოცნებას არ წარმოადგენდნენ, იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტია ,,მწვანეების“ წევრები. ) ასევე, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე, მათივე განცხადების საფუძველზე, ახალი ფრაქციის შექმნის დამტკიცებაც მოხდა, სახელწოდებით ,,ქართული ოცნება_ ბაღდათელები მომავლისათვის“. ამჯერად, აღნიშნული დეპუტატები ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლისათვის“ წარმოადგენენ" - განუცხადეს "ნიუპრესს" ბაღდათში.
 ცნობისთვის ბაღდათის საკრებულოში 29 დეპუტატია, მათგან 3 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, 3 - "ევროპული საქართველოს", 2 კი "პატრიოტთა ალიანსის", დანარჩენი დეპუტატები კი უმრავლესობას წარმოადგენენ. 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა