„მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ“
ქუთაისში მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ოპერის თეატრი ავრცელებს.
მათი ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 15 მაისს, საგუნდო და სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
ოპერის თეატრის მასში მონაწილეობენ: პოლონეთიდან მოწვეული სოლისტი - რიშარ ჟოლენძევსკი (საქსოფონი), ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ხელმძღვანელი და დირიჟორი - ირინე ლომინაძე, ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი - რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
საღამოს პროგრამა აერთიანებს მე-20 საუკუნის ფრანგული მუსიკის გამორჩეულ ნიმუშებს საქსოფონისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. კამერული გუნდის შესრულებით წარმოდგენილი იქნება ვახტანგ კახიძის საგუნდო ციკლი „Vita“, რომელიც ლათინურ ტექსტებზეა შექმნილი.
ავტორი:



21:40
15:55
19:56
11:45












