|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაფხული ხელფასის გარეშე? - ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ატესტაცია იგეგმება

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის 17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამი თვით უხელფასოდ დარჩენა ემუქრება. ზაფხულის თვეებში ანაზღაურების გარეშე დარჩენის პერსპექტივა თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს. 

 ბაღდათის ა.(ა.)ი.პ.სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში  ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა გაერთიანების ხელმძღვანელის თამილა ფაიქიძის პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ  თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა ივნისში ამოეწურებათ, ხოლო ახალი ხელშეკრულებებით მუშაობის დაწყება სექტემბრიდან მოხდება.

"ბაღდათის  მუნიციპალიტეტში  ბაღების  თანამშრომლების სამი თვით უფასო შვებულებაში გაშვება არ იგეგმება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საბავშვო-ბაღის  თანამშრომელებს ხელშეკრულების ვადა მაისის ბოლოს უმთავრდებათ. ა.(ა).ი.პ.-ის  გადაწყვეტილებით, მათ ხელშეკრულება გაუგრძელდათ,  რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესის შეფერხება.  პარალელურად, ჩატარდება თანამშრომლების ატესტაცია.  თანამშრომლები, რომლებიც  ატესტაციას  წარმატებით  გაივლიან  და  მათი შედეგები მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან მუშაობას ახალი ხელშეკრულებებით გააგრძელებენ. თანამშრომლების რაოდენობას ატესტაციის შედეგები განსაზღვრავს", -განაცხადა თამილა ფაიქიძემ "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა