|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია -გიორგი კალანდარიშვილი

ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან დიდად არ განსხვავდება , - ამისშესახებ  ცესკოს თავმჯდომარე  გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს.

“მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს.

რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ, ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც 3.42 %-ს შეადგენს.

ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი რაც 2,69%-ია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის თქმით,  საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

მისივე თქმით, ოლქებში შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა ავტომატურად ბათილი ბიულეტენების გადათვლასაც გულისხმობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, გადაითვლება შვიდ-შვიდი უბანი, რაც ბათილი ბიულეტენების გადათვლისაც ფარავს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა