ბათუმში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 25 პირიდან 23 პატიმრობაში რჩება
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით გამართულ აქციაზე 25 პირი დააკავეს.
შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებულები.
უწყების ცნობით, დაკავებების მიზეზი კარვებით გზის სავალი ნაწილი ჩაკეტვა გახდა.
დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
ადვოკატები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ დაკავებულების ადგილსამყოფელი.
დაკავებულებას შორის არიან ბათუბის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი.
აცქიის მიზანი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების მოთხოვნაა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა