ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ოპოზიციის აქციები გაიმართება
კვირას, 7 ნოემბერს, თბილისში თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია გაიართება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
იმ დრომდე კი ოპოზიციის აქციები საქართველოს რეგიონებში გაიმართებს
"ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში" , - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ამ ქალაქებში არჩევნების გაყალბება აშკარაა, რადგან გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე კანდიდატებს შორის ხმების სხვაობა.
რაც შეეხება ერთი კვირის თავზე თბილისში დაგეგმილ აქციას, ოპოზიციის ლიდერის თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული მასშტაბის.
"მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა მელიამ.
ავტორი: ნიუპრესი