მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! - მიხეილ სააკაშვილი
დღეს რუსთავის ციხესთან შეკრებილ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილი ციხის ფანჯრიდან მიესალმა და სიყვარულის გამომხატველი ჟესტით . ფანჯარა მალევე დაკეტეს, თუმცა ისტორიული კადრის აღბეჭდვა მედიასაშუალებებმა მაინც შეძლეს.
მომხდარის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - „მიყვარხართ“ და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.
დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! .
შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 21-ე დღეა შიმშილობს.
ავტორი: ნიუპრესი