|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესიკ ივანაშვილის ადვოკატი - შესაძლოა, დაკავებული ბრალის წარდგენამდე გაათავისუფლონ

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ბესიკ ივანაშვილი ქუთაისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას უკვე შეხვდა მისი უფლებადამცველი.

ავთო ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია. ამასთან, განმარტავს, დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა როგორც ჟურნალისტენთან აცხადებს, სავარაუდოდ, მომხდარი ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება და არა გავრცელებულ ბრალდებას.

მისი თქმით, უნდოდათ ბიზნესმენის საქმიანობის სხვებთან დაკავშირება, რაც არ გამოვიდა.

ავთო ბუცხრიკიძის თქმით, დაელოდება საქმის მასალების გადაცემას და ამის შემდეგ ისაუბრებს გირაოზე და ვარაუდობს, რომ მომხდარის დეტალები მალე გაირკვევა. მისი განცხადებით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის წარდგენის გარეშე გამოუშვან. 

 შეგახსენებთ, პოლიციამ 11 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბესიკ ივანაშვილი საჩხერეში 16 მაისს დააკავა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა