"ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციის პროექტირება წლის ბოლომდე დაიწყება"
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააჟღერა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საცავები. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება და პროექტირების სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ამ დროისთვის ავარიულ შენობაშია. პრობლემაა წიგნსაცავებში, რაც უნიკალურ წიგნებს საფრთხეს უქმნის.
"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია არაერთხელ დაანონსდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიბლიოთეკა მისამართსაც შეიცვლიდა და სხვა შენობაში მოეწყობოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი