|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბინაში სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მაშველებს გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ

თბილისში  ბინაში, სადაც 5 ადამიანი - 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს,  საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, ბინაში შესვლისას  გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

 

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ  გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

"ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.
გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად"- აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა