ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ დელეგატები პარტიის პოლიტსაბჭოზე აირჩევენ, რის შემდეგაც ყრილობა გაიმართება.
შეგახსენებთ, ივანიშვილმა პარტია 2011 წელს დააფუძნა.
ავტორი: ნიუპრესი