|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბლოკჩეინში 200 000- ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს.

ყველაზე დაცულ სისტემის - ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის.

2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება.  ამ დროისთვის ბლოკჩეინში 200 000- ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  პირველი სახელმწიფო უწყებაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების შესახებ ამონაწერი ყველაზე დაცულ სისტემაში განათავსა.  

სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში Blockchain-ის  დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა  და უსაფრთხოების გაზრდაა.

ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია. 

აღნიშნული  სიახლე მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა