ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 103 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 486, იმერეთში - 542.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 102, იმერეთში -158.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 12, იმერეთში - 16.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი