ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 626, აჭარაში - 564, იმერეთში - 1 395.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31.
1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ავტორი: ნიუპრესი