|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგერში მეწყრული პროცესების შედეგად გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრული მოვლენების შედეგად სოფელ ღვირიშის, სანორჩის, ნასპერის და უცხერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ამ მიმართულებით საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.

გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშის და ცაგერი-ლასურიაში-სანორჩი-ნასპერის მიმართულებით. აღნიშნულ გზაზე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა.

უახლოეს დღეებში ადგილზე ვითარებას შეისწავლის გეოლოგების ჯგუფი და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდა ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა